ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქიდან იძულებით გადაადგილებული პირი მიხეილ ოქროპირიძე, მეტსახელად „ჭივჭავი“, ცდილობს დაბრუნდეს თავის სახლში, რომელიც კონფლიქტის ხაზთან მდებარეობს.
რუსული სასაზღვრო რეჟიმის პირობებში, გატაცების რისკის მიუხედავად, ჭივჭავი (მიხეილი) თითქმის ყოველდღე მიდის თავის კარმიდამოზე. ის ცდილობს შეაკეთოს სახლი და გამართოს მეურნეობა.
მიხეილი, თავისი მოსახელე ბეღურასავით, ერთგულია თავისი საცხოვრებელი ადგილის.
წამყვანი: მამუკა ყუფარაძე
სტუმარი: გელა ზოზიაშვილი
ფილმი მომზადებულია "სტუდი რეს" მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხარდაჭერით, 2019 წლის "სპეციალური პრიზის სამშვიდო ჟურნალისტიკაში" ფარგლებში, 2021 წელს.