ჩვენ შესახებ

"სტუდია რე" საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც საქმიანობს მედიასივრცეში. ის ქმნის ტელეგადაცემებს, ტელედისკუსიებსა და დოკუმენტურ ფილმებს. ასევე აწყობს ტელეხიდებსა და საჯარო დისკუსიებს. "სტუდია რეს" მედიასაქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კონფლიქტებისა და ადამიანის უფლებების თემების გაშუქება. 

"სტუდია რე" თავისი საქმიანობით ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას; საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. 

"სტუდია რე" მუდმივად თანამშრომლობს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მათი თუ საკუთარი პროექტების ფარგლებში ამზადებს ვიდეოპროდუქციას. 

"სტუდია რე" ასევე თანამშრომლობს საქართველოს რეგიონულ ტელევიზიებთან. "სტუდია რეს" ფინანსური მხარდამჭერები არიან სხვადასხვა საერთაშორისო ფონდები. 

"სტუდია რე" დაარსდა 1992 წელს, როგორც ტელეკომპანია „იბერვიზიის“ გადამღები ჯგუფი. 1993-99 წლებში "სტუდია რე" მჭიდროდ თანამშრომლობდა მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტთან და სწორედ ამ პერიოდში გაიარა მნიშვნელოვანი ორგანიზაციული განვითარება. დღეს "სტუდია რე" არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირია. 

მისი დამფუძნებლები არიან მიხეილ მირზიაშვილი, დავით დარჩიაშვილი და მამუკა ყუფარაძე.

გუნდის წევრები

icon

მამუკა ყუფარაძე

დირექტორი, ჟურნალისტი

icon

მაია შონია

პროდიუსერი

icon

ნიკოლოზ ცინარიძე

ოპერატორი, ლოგისტიკის სპეციალისტი

icon

სოფო ზედელაშვილი

მოწვეული ჟურნალისტი, ფილმების ავტორი

icon

ნონა ბალავაძე

პროექტების კოორდინატორი

icon

თამარ ხმიადაშვილი

სოციალური მედიის და ვებადმინისტრატორი, ჟურნალისტი

icon

თეა გაგუა

ბუღალტერი

მოგვძებნეთ