მARTი 2026

07-04-2026 3 წუთი წასაკითხად

მARTი 2026

28 მარტს, „მეფუტკრეობის რეგიონული ცენტრის“ (BageBee Centre) მხარდაჭერით, საგამოფენო სივრცე ხელოვნებამ და მნიშვნელოვანმა ადამიანურმა ისტორიებმა შეავსო. 

გამოფენის დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა ეხილა მრავალფეროვანი ექსპოზიცია: თექა, კერამიკა, სამკაული, ფერწერა თუ ხელნაკეთი საპნები. თითოეულ ნამუშევარში ავტორის დიდი შრომა და ინდივიდუალიზმი იკითხებოდა. 

გარდა ხელოვანი ქალების ნამუშევრებისა, „მARTი 2026“-ის ფარგლებში წარმოდგენილი იყო: კონკურსის „ჩვენი ლიახვი“ ფარგლებში შექმნილი პოსტერები; „სტუდია რესა“ და სომხური დოკუმენტური ცენტრის „ფაქტუმის“ (Factum Documentary Center) ერთობლივი პროექტის - „ნახევარ-ნახევარი: ჩემი ცხოვრება მანამდე და მერე“ - ფარგლებში მომზადებული ვიდეო-სიუჟეტები. 

ღონისძიების მასპინძელმა და პარტნიორმა, „მეფუტკრეობის რეგიონულმა ცენტრმა“ (BageBee Centre), საგამოფენო სივრცის პარალელურად, საკუთარი ნაწარმიც წარმოადგინა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ადგილობრივ ბიომრავალფეროვნებას: წაბლის, ალპური და სუროს თაფლის ნაირსახეობებს, თაფლის არაყსა და სხვა ნატურალურ პროდუქტებს. მადლობას ვუხდით ცენტრს ნაყოფიერი პარტნიორობისა და მხარდაჭერისთვის.

 „სტუდია რესთვის“ პატივია, რომ ეს გამოფენა იქცა სივრცედ, სადაც ხელოვანი ქალების შემოქმედებითი ენერგია იყრის თავს. მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს საკუთარი ნიჭისა და ემოციების გაზიარებისთვის: ხათუნა ფიფია, რუსიკო მამფორია, თეა ხოფერია, ნინო ბაგრატიონი, სოფო ლობჟანიძე, ნატალი ტრაჩი-გოლუბი, ნადეჟდა ნაზაროვა, მაია ვეშაგური, ეკა ებანოიძე, ხათუნა პოპიაშვილი, ეკა გამრეკლიძე, მარინა მამუჩაშვილი, მაყვალა შიოშვილი, მანანა თოდუა, მაია ცანავა, სალომე თათრიშვილი, ლიზი აბაშიძე, ნათია დოლიძე, ქეთი დავითაშვილი, ქეთი თავდუმაძე, ინგა გაბაშვილი, ქეთი ბასარია, მარიკა სუპატაშვილი-ზნამენსკი, თამარ ფეიქრიშვილი, ანა კირვალიძე, მარიამ ჩიჩუა, ირინა (კერამია), თამთა შარუხია, მარინა რუსეიშვილი

მადლობა ყველას, ვინც ეს დღე ჩვენთან ერთად გაატარა. დაწვრილებითი დათვალიერებისთვის ეწვიეთ ჩვენს ფოტოგალერეას.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ

მARTი 2026

მARTი 2026 - საგაზაფხულო გამოფენა, სადაც ხელოვნება და ადამიანური ისტორიები გაერთიანდა

07-04-2026 3 წუთი წასაკითხად