ქალები ქალაქში

"ქალები ქალაქში" არის მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, რომელიც სხვადასხვა სფეროში მომუშავე ქალების შესახებ მოგვითხრობს. 

მთავარი გმირები, სამსახურში მიმავალი ქალები, გზად იმ რეალობაზე გვიყვებიან, რომელშიც ყოველდღიურად უწევთ ცხოვრება, გვიზიარებენ საკუთარ შეხედულებებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: საზოგადოების დამოკიდებულება ქალთა მიმართ, სილამაზის სტანდარტები, პროფესიული საქმიანობა, ემიგრაცია და სხვა. 

ფილმის ავტორია: სოფო ზედელაშვილი 

ფილმის კონსულტანტია: ტერეზა ჩერფასი (დიდი ბრიტანეთი) 

ფილმი მომზადებულია "სტუდია რეს'" მიერ აშშ-ის ფონდ "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" (NED) მხარდაჭერით.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ