ფილმი გვიჩვენებს ორი აფხაზი ჟურნალისტის მოგზაურობას საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. აფხაზი ჟურნალისტების ყურადღება ფოკუსირდება დევნილთა ცხოვრებაზე. ისინი იკვლევენ, თუ როგორ შეიცვალა ქართულ საზოგადოებაში კონფლიქტის მოგვარებისადმი დამოკიდებულება.
ფილმი გადაღებულია 2003 წელს.
სცენარის ავტორი და რეჟისორი: სვეტლანა კორსაია (სოხუმი)
ოპერატორი: დავით ავიძბა (სოხუმი)
ჟურნალისტები: რადა არგუნი,(სოხუმი), მიხეილ მირზიაშვილი, მამუკა ყუფარაძე (თბილისი)
ფილმის კონსულტანტი: ტერეზა ჩერფასი.
ფილმი შექმნილია "სტუდია რესა" და აფხაზი ჟურნალისტების თანამშრომლობით, დიდი ბრიტანეთის არასამთავრობო ორგანიზაციია "შერიგების რესურსების" (Conciliation Resources) მხარდაჭერით, 2003-2004 წლებში.