აფხაზური დოკუმენტური ფილმების ციკლიდან - „ცხოვრება ობიექტივში“ სოხუმელი ჟურნალისტის ედუარდ არაქელიანის ფილმი „ახალგაზრდობა“.
ფილმი მოგვითხრობს, თუ როგორ უმკლავდებიან ახალგაზრდები ყოველდღიურ გამოწვევებს თვითაღიარებულ აფხაზეთში. ფილმში ნაჩვენებია 4 წარმატებული ახალგაზრდის განვლილი გზა.
ქართული დოკუმენტური ფილმების ციკლიდან "ადამიანი, დრო, სივრცე," სოფო ზედელაშვილის ფილმი "ახალგაზრდები - ცვლილებების ჟამი".
ფილმში ნაჩვენებია საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდების ცხოვრებისეული გამოწვევები.
ფილმების კონსულტანტი: ტერეზა ჩერფასი.
ქართულ-აფხაზური პარალელური ფილმების ციკლი მომზადებულია პროექტის - "კონფლიქტ-სენსიტიური რეპორტაჟები" ფარგლებში აშშ-ის ფონდ "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" მხარდაჭერით 2021 წელს.