თბილისის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ვახო და თეო საქართველოს დედაქალაქ თბილისში ცხოვრობენ. 2008 წლის ზაფხულში ისინი იწყებენ მოგზაურობას, რათა გაარკვიონ აფხაზეთის ომის მიზეზები და ის თუ რატომ ვერ შეძლეს მხარეებმა უთანხმოების გადაწყვეტა თხუთმეტი წლის განმავლობაში, სამშვიდობო მოლაპარაკებების საშუალებით.
ფილმის გადაღებისას სამხრეთ ოსეთში კვლავ განახლდა საომარი მოქმედებები და რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენი გმირებისათვის ომი კვლავ იქცა რეალობად. მათ საკუთარ თავზე გამოსცადეს ომის საშინელება და პასუხების ძიებამ მათთვის უფრო პირადული და აუცილებელი სახე მიიღო.
ფილმზე მუშაობდნენ: მამუკა ყუფარაძე, დავით ფიფია, სოფო ზედელაშვილი და ვახტანგ ბუაჩიძე
ფილმი შექმნილია დიდი ბრიტანეთის არასამთავრობო ორგანიზაცია "შერიგების რესურსების" (Conciliation resources) მხარდაჭერით