ფილმის "ქალები ქალაქში" წარდგენა

20-03-2024 1 წუთი წასაკითხად

ფილმის "ქალები ქალაქში" წარდგენა

2023 წლის 18 დეკემბერს, "სტუდია რეს" ორგანიზებით, "კავკასიური სახლის" შენობაში, გაიმართა ფილმის, "ქალები ქალაქში"  ჩვენება და დისკუსია. 

მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ქალების შესახებ მოგვითხრობს. 

მთავარი გმირები, სამსახურში მიმავალი ქალები, გზად იმ რეალობაზე გვიყვებიან, რომელშიც ყოველდღიურად უწევთ ცხოვრება

ისინი გვიზიარებენ საკუთარ შეხედულებებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: საზოგადოების დამოკიდებულება ქალთა მიმართ, სილამაზის სტანდარტები, პროფესიული საქმიანობა, ემიგრაცია და სხვა. 

ფილმის ავტორია სოფო ზედელაშვილი 

ფილმი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: "ქალები ქალაქში" - დოკუმენტური ფილმი - სტუდია რე (youtube.com)

ასევე შეგიძლიათ იხილოთ

ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის საერთაშორისო პრემია 2023 ჟურნალისტებისთვის

"ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის საერთაშორისო პრემია 2023 ჟურნალისტებისთვის“ გამარჯვებული მამუკა ყუფარაძე გახდა.

11-12-2023 1 წუთი წასაკითხად