"სტუდია რემ" გამოფენას მARTი - 2024 უმასპინძლა

02-04-2024 1 წუთი წასაკითხად

"სტუდია რემ" გამოფენას მARTი - 2024 უმასპინძლა

30 მარტს, “სტუდია რემ”, “საქართველოს ალპური კლუბის” მხარდაჭერით, შემოქმედ ქალთა საგაზაფხულო გამოფენას “მARTი” - 2024 უმასპინძლა.

ღონისძიებაში სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის 30-მა ქალმა მიიღო მონაწილეობა. მათ ხელნაკეთი ნივთები, ნახატები, გობელენები და ფოტოები წარმოადგინეს. 

ღონისძიებაზე “ალპური კლუბის” ერთ-ერთმა მასპინძელმა, ვანო ჯაფარიძემ, ქართული ალპინიზმის ისტორიაზე ისაუბრა და  სტუმრებისთვის  “ქართველ მთამსვლელთა მუზეუმში” ექსკურსია გამართა. 

"მARTი" - 2024-ის მეორე ნაწილი  “სტუდია რეს” მიერ, ქალთა გამოწვევებზე შექმნილი დოკუმენტური ფილმების ჩვენებასა და დისკუსიას დაეთმო. სტუმრებმა იხილეს ფილმები "ქალები ქალაქში" (ავტორი: სოფო ზედელაშვილი) და „მე მაქვს უფლება“ (ავტორი: მამუკა ყუფარაძე)

ასევე შეგიძლიათ იხილოთ

ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის საერთაშორისო პრემია 2023 ჟურნალისტებისთვის

"ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის საერთაშორისო პრემია 2023 ჟურნალისტებისთვის“ გამარჯვებული მამუკა ყუფარაძე გახდა.

11-12-2023 1 წუთი წასაკითხად