ფილმში "გადავდგათ ნაბიჯები წინ" ნაჩვენებია პორტრეტი სამი აფხაზი ქალბატონისა, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ, მოღვაწეობენ და ქართულ-აფხაზურ მხარეებს შორის ერთგვარ დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენენ.
ფილმს წარადგენს გადაცემის სტუმარი, "კავკასიური სახლის" თანამშრომელი მიხო ბეროშვილი.
ფილმის ავტორი: რამაზ ბახტაძე
ფილმის კონსულტანტი: ტერეზა ჩერფასი.
გადაცემის წამყვანი: მამუკა ყუფარაძე
ქართული და აფხაზური პარალელური ფილმების ციკლი "გაღმა ნაპირიდან" მომზადებულია პროექტის "გავიცნოთ ერთმანეთი" ფარგლებში, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივის, პროგრამა - COBERM-ის ხელშეწყობით.