როგორი ცხოვრება იყო საბჭოთა დროს? შეიცვალა თუ არა ის დამოუკიდებლობის წლებში? შეიძლება საბჭოთა პერიოდის ყოფა დამოუკიდებლობის პერიოდის ყოფას შეადარო?
ამ ინტერვიუში რომიკ ათაბეკიანი გვიყვება საბჭოურ ყოველდღიურობაზე, სამსახურზე, ერთფეროვან, მაგრამ უსაფრთხო ცხოვრებაზე, საბჭოთა კავშირის მოულოდნელ დაშლაზე, 90-იანი წლების სირთულეებზე, ქარხნების დახურვასა და დამოუკიდებელ სომხეთში საკუთარი ძალებით ოჯახის რჩენის გამოცდილებაზე.
ეს არის საუბარი საბჭოური ცხოვრების მოგონებებზე, დამოუკიდებლობის პირველ წლებში ბრძოლასა და სომხეთის მომავლის იმედზე.
ინტერვიუ მომზადებულია ციკლის "ნახევარ-ნახევარი: ჩემი ცხოვრება მანამდე და მერე" ფარგლებში, დოკუმენტური ცენტრი "ფაქტუმის" მიერ.