წარმოგიდგენთ ინტერვიუების ციკლს - "ნახევარ-ნახევარი: ჩემი ცხოვრება მანამდე და მერე" ადამიანთა ცხოვრების ისტორიებზე.
ლაურა ვარჟაპეტიანი - ქალაქ ნინოწმინდის (ყოფილი ბოგდანოვკის) აქტიური მოქალაქეა. საბჭოთა პერიოდში კეთილსინდისიერი შრომით გამოირჩეოდა. ის ბოგდანოვკის რაიონული კომიტეტის მდივანი იყო. დამოუკიდებელ საქართველოშიც ქალბატონი ლაურას გამოცდილება საჭირო აღმოჩნდა, როცა ის უკვე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
ეს ინტერვიუ საქართველოს საბჭოური და შემდგომი პერიოდის ერთგვარი გადაფასებაა.
ინტერვიუების სერია მომზადდა დოკუმენტური ცენტრი "ფაქტუმის" (სომხეთი) და "სტუდია რეს" (საქართველო) თანამშრომლობით. პროექტი განხორციელდა "ახალი დემოკრატიის ფონდის" - NDF (დანია) მხარდაჭერით.