წარმოგიდგენთ ინტერვიუების ციკლს - "ნახევარ-ნახევარი: ჩემი ცხოვრება მანამდე და მერე" ადამიანთა ცხოვრების ისტორიებზე.
ანა სმოროდინა ჯავახეთში მცხოვრები დუხობორია. ის დაიბადა ნინოწმინდის (ყოფილი ბოგდანოვკის) სოფელ გორელოვკაში. ანა იხსენებს თავისი თემის თავისებური ცხოვრების ისტორიებს, თავის ბავშვობას, ახალგაზრდობას და ქმართან ერთად გატარებულ თითქმის 50-წლიან თანაცხოვრებას. ანა წინაპრების მოძღვრების თანახმად, კეთილსინდისიერი შრომით, ხელსაქმის ცოდნით, ბუნებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევა და ვერ ეგუება ომს.
ინტერვიუების სერია მომზადდა დოკუმენტური ცენტრი "ფაქტუმის" (სომხეთი) და "სტუდია რეს" (საქართველო) თანამშრომლობით. პროექტი განხორციელდა "ახალი დემოკრატიის ფონდის" - NDF (დანია) მხარდაჭერით.