სტუდია რეს მიერ მომზადებული ფილმების რეტროსპექტივაში წარდგენილია ფილმები "მშვიდობის იმედით" და "დევნილი".
ფილმი "მშვიდობის იმედით" 2002 წელს არის შექმნილი. მასში ნაჩვენებია, თუ როგორ ცხოვრობს საომარი მოქმედებების შემდეგ გალის რაიონში დაბრუნებული ქართული მოსახლება.
ფილმზე მუშაობდნენ: სვეტლანა კორსაია. მამუკა ყუფარაძე, მიხეილ მირზიაშვილი, რობერტ ლომია.
ფილმი "დევნილი" შექმნილია 1998 წელს. მასში ნაჩვენებია თბილისში მცხოვრები დევნილი ოჯახის ერთი დღე.
ფილმზე მუშაობდნენ: მამუკა ყუფარაზე, ქეთევან გაზაევი, რამაზ ქარჩავა.