"სტუდია რეს" დოკუმენტური ფილმების რეტროსპექტივაში წარდგენილია 2003 წელს შექმნილი ფილმი "აფხაზეთი - კონფლიქტის მხარე". ეს არის ქართველი და აფხაზი ჟურნალისტების ერთობლივი პროექტი.
ფილმში ნაჩვენებია, თუ როგორ ჩავიდნენ 2003 წელს ქართველი ჟურნალისტები აფხაზეთში, როგორ შეხვდნენ მათ აფხაზი კოლეგები და როგორი იყო მათ მიერ დანახული აფხაზეთი.
სცენარის ავტორი და რეჟისორი: მამუკა ყუფარაძე (თბილისი)
ოპერატორი: დავით ავიძბა (სოხუმი)
ჟურნალისტები: რადა არგუნი, სვეტლანა კორსაია (სოხუმი), მიხეილ მირზიაშვილი (თბილისი)
ფილმის კონსულტანტი: ტერეზა ჩერფასი.
ფილმი შექმნილია "სტუდია რესა" და აფხაზი ჟურნალისტების თანამშრომლობით, დიდი ბრიტანეთის არასამთავრობო ორგანიზაცია "შერიგების რესურსების" ("Conciliation Resources") მხარდაჭერით, 2003 წელს.