ტელეხიდის მონაწილეები მსჯელობენ იმაზე, თუ რა მოხდება, როცა რუსეთი უკრაინაში მარცხის შემდეგ დატოვებს კავკასიას? როგორ განვითარდება მოვლენები კავკასიაში და როგორ მოვიქცევით ჩვენ, ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მონაწილეები? როგორ შეიძლება რუსეთის გარეშე მოსალოდნელი რისკების დაძლევა და კონფლიქტების მოგვარების ახალი შესაძლებლობების გაჩენა?
თანაწამყვანები: თემურ ცხურბათი (ცხინვალი) და მამუკა ყუფარაძე (თბილისი)
გადაცემის სტუმარი: დავით დარჩიაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
გადაცემა მომზადებულია "სტუდია რეს" მიერ აშშ-ის ფონდ "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" (NED) მხარდაჭერით.