დოკუმენტური ფილმების რეტროსპექტივაში წარდგენილი ფილმი "მოლოდინი - 10 წლის შემდეგ" გადაღებულია 2003 წელს.
ფილმი შეიქმნა აფხაზი და ქართველი ჟურნალისტების თანამშრომლობის შედეგად. აფხაზეთში ქართველი ჟურნელისტების ვიზიტის საპასუხოდ, აფხაზი ჟურნალისტებიც ჩამოვიდნენ დანარჩენ საქართველოში და მოინახულეს სხვადასხვა ქალაქი. მათ ძირითად ინტერესს კი დევნილთა ყოფა-ცხოვრება წარმოადგენდა.
სცენარის ავტორი და რეჟისორი: სვეტლანა კორსაია (სოხუმი)
ოპერატორი: დავით ავიძბა (სოხუმი)
ჟურნალისტები: რადა არგუნი (სოხუმი), მიხეილ მირზიაშვილი, მამუკა ყუფარაძე (თბილისი)
ფილმის კონსულტანტი: ტერეზა ჩერფასი.
ფილმი შექმნილია "სტუდია რესა" და აფხაზი ჟურნალისტების თანამშრომლობით, დიდი ბრიტანეთის არასამთავრობო ორგანიზაციია "შერიგების რესურსების" ("Conciliation Resources") მხარდაჭერით, 2003-2004 წლებში.