2023 წლის 7 ოქტომბერს, ისრაელში "ჰამასმა" ტერორისტული აქტი განახორციელა, რასაც ისრაელის მხრიდან საომარი მდგომარეობის გამოცხადება და ღაზაზე სამხედრო იერიშის მიტანა მოჰყვა.
გადაცემის სტუმარი, შოთა თხელიძე, ტელეხიდის თანაწამყვანებთან ერთად მიმოიხილავს ისრაელის სახელმწიფოს შექმნისა და ისრაელი-პალესტინის საუკუნოვან კონფლიქტს.
რას გვასწავლის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი და როგორ აისახება ის ჩვენს კონფლიქტებზე? - იხილავთ გადაცემაში
ტელეხიდის თანაწამყვანები: მამუკა ყუფარაძე (თბილისი) და თემურ ცხურბათი (ცხინვალი)
სტუმარი: შოთა თხელიძე, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი