უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს რუსეთიდან ჩამოსული იმიგრანტების რამდენიმე ტალღა მოაწყდა, რამაც პატარა ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. რატომ ირჩევენ რუსეთის მოქალაქეები საცხოვრებლად საქართველოს და როგორ ხვდებიან მათ ქვეყანაში, სადაც საბჭოთა იმპერიისა და რუსეთ საქართველოს 2008 წლის ომის ნაიარევი ამ დრომდე არ მოშუშებულა?
ფილმის ავტორი სოფო ზედელაშვილი საუბრობს, რატომ გადაწყვიტა ამ ფილმის მომზადება.
ფილმის ავტორი: სოფო ზედელაშვილი
კონსულტანტი: ტერეზა ჩერფასი
წამყვანი: მამუკა ყუფარაძე
ფილმი მომზადებულია "სტუდია რეს" მიერ აშშ-ის ფონდ "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" (NED) მხარდაჭერით, 2023 წელს