ტელედისკუსიის სტუმარი იულია ხარაშვილი საუბრობს პოსტკონფლიქტურ პირობებში მყოფ ქალთა მდგომარეობაზე.
აფხაზური დოკუმენტური ფილმების ციკლიდან "ცხოვრება ობიექტივში“ სოხუმელი ჟურნალისტის, მარიანა კოტოვას ფილმში "ქალთა სტატუსი აფხაზეთში", ნაჩვენებია აფხაზეთში მცხოვრები სხვადასხვა საქმიანობის მქონე ხუთი ქალის პორტრეტი.
ფილმების კონსულტანტი: ტერეზა ჩერფასი
გადაცემის წამყვანი: მამუკა ყუფარაძე.
სტუმარი: იულია ხარაშვილი, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობის" ხელმძღვანელი და ეუთოს მრჩეველთა ჯგუფის "ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში" წევრი.
ქართულ-აფხაზური პარალელური ფილმების ციკლი მომზადებულია პროექტის - ,,კონფლიქტ-სენსიტიური რეპორტაჟები" ფარგლებში, აშშ-ის ფონდ ,,ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" (NED) მხარდაჭერით 2021 წელს.